saqarTvelos mdinareebi - maruxi
ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სათავე | აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი კალთა |
სიგრძე | 7.7 კმ |
აუზის ფართობი | 43.4 კმ² |
მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მარუხის მყინვართან, ზღვის დონიდან 2405 მ. სიგრძე 7,7 კმ. აუზის ფართობი 43,4 კმ2. ერთვის მდინარე ჩხალთას მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, მწიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 3,90 მ3/წმ.